logo
ENG



ოკუპანტებმა კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არიან დაღუპულები [ვიდეო]

02 თებ 202308:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/02/cz2nuyr3gsvp7cf.png
ფოტო: უკრაინის ეროვნული პოლიცია

რუსმა ოკუპანტებმა დღეს ღამით დონეცკის რეგიონის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

რუსებმა თავდასხმის დროს ისკანდერის ტიპის რაკეტა გამოიყენეს, რის შედეგადაც სულ მცირე 7 მრავალსართულიანი სახლი დაზიანდა, ერთი კი სრულად ჩამოინგრა.

ბოლო მონაცემებით, სარაკეტო იერიშის დროს 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, კიდევ 20 დაშავდა.

"ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ადგილზე მუშაობს 11 ოპერატიული ჯგუფი, კინოლოგები, მედიკოსები, საპატრულო პოლიცია და მაშველები", - აცხადებენ პოლიციაში.

 


close დახურვა